კახა კალაძე: არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს!

არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. არა სიძულვილის ენას! აგრესიული ჯგუფების მიერ ბოლო დროს განხორციელებული სიძულვილი უნდა დასრულდეს. არა რუსულ კანონს! არა რომელიმე ქვეყნის კანონებსა და დირექტივებს! ყველა კანონი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არის ქართული. წინ ევროკავშირში! წინ საქართველოსთვის!“ – წერს კალაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები