დიმიტრი ხუნდაძე „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე: ამ კანონპროექტის მიზანი არის, რომ გამჭვირვალე იყოს ყველა ის გარედან შემოსული თანხა, რაც ქვეყანაში იხარჯება და ხშირად იხარჯება არა სიკეთისთვის არამედ შიდა, ქართული პოლიტიკის გარედან ფორმირებისთვის

ამ კანონპროექტის მიზანი არის, რომ გამჭვირვალე იყოს ყველა ის გარედან შემოსული თანხა, რაც ქვეყანაში იხარჯება და ხშირად იხარჯება არა სიკეთისთვის არამედ შიდა, ქართული პოლიტიკის გარედან ფორმირებისთვის, – ეს განცხადება „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

„ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია იმიტომ, რომ ჩვენ არაერთხელ ვნახეთ გარე ფინანსებით არაერთი არეულობის მოწყობის მცდელობა. ამდაგვარი კანონი არსებობს დასავლეთის ძალიან ბევრ ქვეყანაში და მათაც სწორედ დაცვისთვის სჭირდებათ ეს და არა სხვა რამისთვის. მაშინ საქართველოს რატომ არ აქვს უფლება, რომ დაიცვას საკუთარი თავი და გარე დაფინანსებები, მით უმეტეს, როდესაც ის ქვეყნის სიკეთეს, არ ადგება არ იცოდეს საზოგადოებამ“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები