4 მაისი ნიკო ცეცხლაძის დაბადების დღეა
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი დაბადების დღეს ულოცავს ნიკო ცეცხლაძეს.
„სტილური მრავალფეროვნებითა და მასალის განსხვავებული კომბინაციებით მხატვარი გამოგონილ, ფანტასტიკურ სამყაროს ქმნის. მისი მხატვრული ენა ხშირად ზმანებებს მოგვაგონებს, უცნაური პერსონაჟებითა და ზღაპრისეული სცენებით.
ხელოვანი თავის ნამუშევრებში მიზნად ისახავს ხელოვნურობითა და რეალური გარემოს ჯადოქრულად გარდასახვით მნახველში უცნაური შეგრძნებები გამოიწვიოს.
ნიკო ცეცხლაძე იყო ახალგაზრდა ნეოავანგარდისტ მხატვართა დაჯგუფების „მეათე სართულის“ წევრი. ის რამდენიმე მწვავე სოციალური აქციისა და პერფორმანსების ავტორია“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.