კობა ხუბუნაია აზიის განვითარების ბანკის 57-ე ყოველწლიური შეხვედრის პროგრამით გამართულ სესიებს დაესწრო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე კობა ხუბუნაია აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა სესიას დაესწრო. შეხვედრებზე გლობალური მნიშვნელობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც ცნობილია, 2-5 მაისს საქართველო პირველად მასპინძლობს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრას. ფორუმს 4000-ამდე მონაწილე ჰყავს. ღონისძიების მაღალი რანგის სტუმრებს შორის არიან აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, ბანკის აღმასრულებელი დირექტორები, 68 წევრი ქვეყნის დელეგაციები, ასევე – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
საერთაშორისო ფორუმის მასპინძელია საქართველოს მთავრობა.თემატური საკითხებია:
დაკავშირებადობის გაუმჯობესება – ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში შექმნილი შესაძლებლობებისა და იმპულსის განხილვა; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის – ადგილობრივი ვალუტისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება.