„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები სასტუმრო „პარაგრაფთან“ აქციას მართავენ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ცდილობენ დღევანდელი პროტესტით აზიის განვითარების ბანკის რიგით 57-ე კონფერენციაში მონაწილე პირებს მათი ხმა მიაწვდინონ.
აქციაზე შეკრებილები კონფერენციის ბოლომდე, 21:00 საათამდე სასტუმრო „პარაგრაფთან“ დარჩებიან, შემდეგ კი მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლებენ.