გაეროს უმაღლესი კომისარი: მოვუწოდებ დემონსტრანტებსა და პროტესტის ორგანიზატორებს, საკუთარი უფლებები მშვიდობიანად გამოიყენონ და არ მიმართონ ძალადობას

გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის, ვოლკერ ტურკის ოფისი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ათასობით ადამიანი საქართველოში აპროტესტებს კანონპროექტს გამჭვირვალობის შესახებ.

„ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას გამოხატვის, თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლება. ამ უფლების შეზღუდვა უნდა შეესაბამებოდეს, კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს. საპროტესტო გამოსვლების დროს ძალის გამოყენება ყოველთვის უნდა იყოს გამონაკლისი და უკიდურესი ზომა, გარდაუვალი საფრთხის თავიდან ასარიდებლად.

მოვუწოდებ ხელისუფლებას პროტესტებისა და დაკავებების დროს არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდების გამჭვირვალე გამოძიებისკენ.

ასევე მოვუწოდებ დემონსტრანტებსა და პროტესტის ორგანიზატორებს, საკუთარი უფლებები მშვიდობიანად გამოიყენონ და არ მიმართონ ძალადობას“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები