პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე რუსეთის დროშა დახიეს

საქართველოს პარლამენტთან, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, რუსეთის დროშა დახიეს, შემდეგ კი ფეხით შედგნენ.

მანამდე აქციის მონაწილეებმა ოკუპანტი ქვეყნის სიმბოლიკა საკანონმდებლო ორგანოს ერთ-ერთი შესასვლელის კარზე შეაბეს და მისი დაწვა სცადეს.

შეგახსენებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით მიიღეს. აღნიშნულ კანონპროექტს რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებენ და მას „რუსულ კანონს“ უწოდებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები