სამეგრელოს ქრონიკა – წალენჯიხის მერის მოადგილე აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის, პოლიტიკური პარტიების მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტრაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა

“წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია თბილისში აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის. პოლიტიკური პარტიების მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტრაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა”, – ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი „სამეგრელოს ქრონიკა“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც გამოცემა იუწყება, დღეს წალენჯიხის მერმა და მისმა ორივე მოადგილემ მუნიციპალიტეტი მიატოვა და თბილისში აქციას შეუერთდა.

„წალენჯიხის მერის მოადგილე, თამარ ბელქანია თბილისში აქციაზე სახელმწიფო მანქანით მიდის. პოლიტიკური პარტიების მიერ დაორგანიზებულ შეხვედრებსა თუ დემონსტრაციებში სახელმწიფო რესურსის გამოყენება კანონდარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ დღეს წალენჯიხის მერმა და მისმა ორივე მოადგილემ მუნიციპალიტეტი მიატოვა და თბილისში აქციას შეუერთდა. ამ შესახებ მათ ბრიფინგი ზუგდიდში ჩაატარეს”, – აღნიშნულია „სამეგრელოს ქრონიკის“ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები