„თბილისის მანიფესტაციები პოლიტიკოსების მწიფე და მკვეთრ პოზიციას აწყდება, იმედი ჭარბობს” – გრიგორი კარასინი
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ თბილისში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რამდენად არის ჩანერგილი დასავლური სტერეოტიპები ქართულ საზოგადოებაში.
ამის შესახებ მან „ტელეგრამში“ დაწერა.
„თბილისის დემონსტრაციები და ბოლო დღეების დაპირისპირება კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბოლო ათწლეულები ქართულ საზოგადოებაში დასავლური სტერეოტიპების აქტიური ჩანერგვის ეტაპი გახდა. გავიხსენოთ მაიდანი და მისი სასტიკი შედეგები. სასიამოვნოა, რომ თბილისში სხვადასხვა ემოცია და მანიფესტაციები პოლიტიკოსების მწიფე და მკვეთრ პოზიციას აწყდება. იმედი ჭარბობს”, – წერს კარასინი სოციალურ ქსელში.