რატი ბრეგაძე – რადიკალურ ოპოზიციაზე: ამ ხალხისგან არაფერია გამორიცხული, ცდილობენ შეიტანონ მაქსიმალური დაძაბულობის მუხტი

მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიციელებს, რომლებიც ახლაც კი ქუჩაში დგანან და ცდილობენ, რომ დაიცვან საზოგადოებრივი უსაფრთხოება, თითოეული ჩვენგანი და მართლწესრიგი ამ რადიკალური ოპოზიციის მიერ წახალისებული სხვადასხვა ტიპის ჯგუფებისგან, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციისთვის, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მიუღებელია.

„დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო არის იმ მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას საკუთარი ხალხის ინტერესი. ამ ხალხისგან არაფერია გამორიცხული, რადგან როგორც აკვირდებით, მათი ყველა ქცევა არის რადიკალი ბოლშევიკების მიერ გადამღერებული ქცევა. ისინი არ იზიარებენ არავის აზრს და როდესაც კონსტიტუციაში კითხულობენ, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, ისინი სხვებს ადამიანებად არ მიიჩნევენ, გარდა საკუთარი თავისა და იმ ადამიანებისა, რომლებიც მათ შეხედულებებს იზიარებენ. შესაბამისად, ნებისმიერი განსხვავებული აზრი მათთვის კატეგორიულად მიუღებელია. თქვენ ახლა წაიკითხეთ ბატონი თარგამაძის პოსტი „პარაშის“ ხეხვაზე, შესაბამისად, მას ეტყობა ენატრება ის ნაციონალური წარსული, როდესაც ციხეში მათ შორის მისი მონაწილეობითაც აწამებდნენ და აუპატიურებდნენ. ვგულისხმობ პოლიტიკურ მონაწილეობას, რადგან ეს ადამიანიც იყო ერთ-ერთი წამახალისებელი ამ ძალადობრივი სისტემისა. ეს ნომერი რა თქმა უნდა მათ ვერ გაუვათ. ამას ქართულმა საზოგადოებამ 2012 წლიდან ძალიან მკაცრად უთხრა უარი და მას შემდეგ კიდევ რვაჯერ გაუმეორა უარი.

ეს ხალხი ცდილობს, რომ შეიტანოს მაქსიმალური დაძაბულობის მუხტი. არ სცემენ პატივს საქართველოს მოსახლეობას, მათთვის სრულიად მეასეხარისხოვანია რა არის ჩვენი სახელმწიფოს ინტერესი, უბრალოდ უნდათ, რომ შეასრულონ ნებისმიერი დაკვეთა, რისთვისაც თანხას მიიღებენ, სახელმწიფო კი არის მოწოდების სიმაღლეზე, რომ დაიცვას მოსახლეობის ინტერესი“, – განაცხადა ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები