გიორგი სოსიაშვილი: ჩვენი იდენტობით, წინაპრების პატივისცემით, უზარმაზარი კულტურითა და ცნობიერებით თავაწეულები შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში

„გუშინ, პოლიტიკური უმცირესობის კნავილის ფონზე, 200 000 ადამიანი გუგუნებდა თბილისში და საქართველოს თანამდევი სულის, დიდი ილია ჭავჭავაძის უკვდავი სიტყვები ჟღერდა – „მამული, ენა, სარწმუნოება”. როგორც ჯვარი აფრთხობს კუდიანებს, ისე აშინებს საქართველოს მტრებს ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები, სამი საყრდენი, რომელზეც დგას ქართული იდენტობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებმაც იციან ბნელისა და სინათლის გარჩევა, იციან რა არის დადებითი და რა უარყოფითი, რა არის პროგრესი და რა არის რეგრესი. ჩვენ, ჩვენი ღირსებით, ჩვენი იდენტობით, ჩვენი წინაპრების პატივისცემით, ჩვენი უზარმაზარი კულტურითა და ცნობიერებით თავაწეულები შევაბიჯებთ დიდ ევროპულ ოჯახში”, – განაცხადა გიორგი სოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები