გურამ მაჭარაშვილი: გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა

“გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ხელისუფლების მიერ გუშინ გამართულ საერთო-სახალხო შეკრებაზე საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ ოპოზიციამ და არასამთავრობო სექტორმა გადაწყვიტა მანიპულაცია, მუხლობრივ განხილვაში ვითომ მიიღო მონაწილეობა და ყველა მუხლზე კითხვას სვამდა, რომ ეს არის რუსული კანონი. რეალურად, შინაარსში არ შედიოდნენ და ვითომ გააგონეს მსოფლიო საზოგადოებას, რომ ისინი შევიდნენ განხილვაში. აქამდე თუ ზოგადად კანონზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი, ახლა ყოველ მუხლზე ამბობდნენ, რომ ეს არის რუსული კანონი. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას მათ არავინ მისცემს. გუშინ ჩვენ დავინახეთ, რომ პრაქტიკულად რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოში და საქართველოს საზოგადოებამ აირჩია გამჭვირვალობა“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები