გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უნდა გასამართლდეს

„ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ გასამართლდება, როგორც რეჟიმი, მსგავსად ფაშისტური რეჟიმისა, მოსვენება არ ექნება არც ქართულ საზოგადოებას და არც პოლიტიკურ სპექტრს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებს ოპოზიციაში მოსვლის საშუალება მაშინ ექნებათ, როცა „ნაცმოძრაობა“ ხელისუფლებაში აღარ იქნება.

„ნაციონალური მოძრაობა” როცა პოლიტიკაში აღარ იქნება, პოლიტიკოსებს ამის შემდეგ ექნებათ საშუალება, ოპოზიციაში მოვიდნენ, გაიზარდონ და შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ. როგორც ფაშისტური რეჟიმს არგასამართლების შემთხვევაში ექნებოდა საშუალება, მთელი ევროპა არ დაესვენებინა, ასევე ექნება საშუალება “ნაცმოძრაობას”, საქართველო არ მოასვენოს. ამიტომ “ნაცმოძრაობა”, როგორც რეჟიმი, უნდა გასამართლდეს“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები