გიორგი ამილახვარი: მოთმინებით ღირსებით, ნაბიჯ-ნაბიჯ და, რა თქმა უნდა, გამჭვირვალობით ჩვენ აუცილებლად ვიზეიმებთ ევროკავშირის წევრობას ძალიან მალე

წარმოუდგენელია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი, ისინი, ვინც ამ ქვეყნის განვითარებაში დებდნენ ინვესტიციებს და გულწრფელად ეხმარებოდნენ ჩვენს ქვეყანას, წინააღმდეგნი იყვნენ ამ კანონის. მათ პირველ რიგში ეს ღირებულება თავად დაამკვიდრეს თავიანთ ქვეყნებში და თვითონ აქვთ მსგავსი კანონი მიღებული, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

“მე მინდა, დღეს მოვუწოდო მათ, შეხედონ რუსთაველის გამზირს. დიახ, დღეს აქ იკრიბება ამაყი ქართველი ერი, რომელიც კიდევ ერთხელ იტყვის თავის სათქმელს – ჩვენ მივდივართ წინ, მივდივართ ევროპისკენ, რა თქმა უნდა, ღირსებით,” – განაცხადა ამილახვარმა.

პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო.  ორგანიზატორების განცხადებით შეკრების მთავარი გზავნილი მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტია.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები