პრეზიდენტი: ნამდვილი საქართველო თავისუფალი, ევროპული საქართველოა

“ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს.

„გუშინ მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის.

დღეს „პუტინის ტიპის“ მოქმედება: საჯარო მოხელეები თბილისში „ავტობუსებით გადაჰყავთ“ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებების მხარდასაჭერად.

ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები