ნინო წილოსანი: აქ გამოჩნდება, სად დგას საქართველო

“აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა “იმედის” ეთერში რუსთაველის გამზირიდან ჩართვისას განაცხადა, სადაც ხელისუფლების ორგანიზებით საერთო-სახალხო შეკრების მონაწილეები იკრიბებიან.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველყოფს.

„მთელი ერთი კვირის მანძილზე რა არ გააკეთეს, რომ დისკრედიტაცია მოეხდინათ ამ შეკრების, ამ ადამიანების შეურაცხყოფით და ზეწოლით გარკვეულწილად დაეთრგუნათ ხალხის მაგრამ რეალურად აქ გამოჩნდება და დაინახავთ, სად დგას ხალხი, სად დგას საქართველო.

ჩვენი მთავარი გზავნილი არის საქართველოს გზა ღირსებით ევროპისკენ, ჩვენი მთავარი მოტივი არის ქვეყნის სიყვარული, ჩვენი მთავარი მიზანი არის, დავიცვათ მამული, ენა, სარწმუნოება. რუსთაველის გამზირზე ნამდვილი ზეიმია. მთელი საქართველოს მასშტაბით – თბილისიდან, რეგიონებიდან გულმხურვალე ადამიანები მოდიან, რომ გამოხატონ სიყვარული და ერთგულება თავისი ქვეყნის მიმართ და დააფიქსირონ თავისი მხარდაჭერა იმ სწორი პოლიტიკის მიმართ, რომელსაც მათ მიერ არჩეული ხელისუფლება ატარებს ამ 12 წლის მანძილზე. ჩვენ, როგორც ხელისუფლება პასუხისმგებელი ქვეყნის მართვაზე, რა თქმა უნდა, სწორ ნაბიჯებს და ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას უზრუნველვყოფთ“, – აღნიშნა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები