გიორგი კახიანი: დღეს ჩვენ დავინახავთ, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე

“ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ საერთო-სახალხო შეკრებაზე შეკრებილ მოქალაქეებს პარტიის ლიდერები უერთდებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის შეფასებით, დღევანდელი დღე უმნიშვნელოვანესია.

“დღეს მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს ჩვენ დავინახავთ, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე”,- აღნიშნა კახიანმა.

პარლამენტთან პოლიტიკური გამოსვლები 20:00 საათიდან დაიწყება. მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები