იაგო ხვიჩია: ოპოზიციამ ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს, თავად ნუ გამოიქცევა და ნუ ითხოვს გენერლობას

ოპოზიციამ ხალხის ნებას მოუსმინოს და ეს გამოიცნოს, თავად ნუ გამოიქცევა და ნუ ითხოვს გენერლობას, ხალხს მოუსმინოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ხელისუფლებას ყოველთვის აქვს ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ჩაასხამს “მარშუტკაში” და მიჰყავს რაღაცის გასაპროტესტებლად ისე, რომ იმ ხალხმაც არ იცის. ზოგი, მოგეხსენებათ, დღეს ცუდ ცხოვრებას აპროტესტებდა; ზოგი საბჭოთა მმართველობის დასახმარებლად მოდიოდა. ძალიან ცუდად და შეურაცხმყოფლად ეპყრობიან ამ ხალხს. ძალიან ვწუხვარ და მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნების, ოჯახის წევრების და შვილების ნების საწინააღმდეგოდ მოდიან და ამბობენ, რომ წინ საბჭოთა კავშირისკენ თუ უკანო, როგორც არის. ეს, რომ უწევთ ადამიანებს, თან გაცხადებულად ყველას რომ ესმის, რა პროცესში მონაწილეობს, ძალიან ვწუხვარ და ბოდიშს ვუხდი. მე რამდენად მეკუთვნის ბოდიშის მოხდა, არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე, მაგრამ ადამიანებს ეპყრობიან ასე შეურაცხმყოფლად. როგორც ადამიანი, რომელიც მომავალში აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, პირობას ვდებ, რომ თუ ჩვენ აგვირჩევენ, საქართველოს მოქალაქეებს არასოდეს ეს არ მოუწევთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები