იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, კიდევ ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს – სალომე სამადაშვილს დაატოვებინეს.

მანამდე, სხდომიდან გააძევეს დეპუტატები: ლევან ბეჟაშვილი, თამარ კორძაია, გიორგი ვაშაძე.

“ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობდა, რომ აღნიშნული კანონის გამო საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა დაკარგონ.

ანრი ოხანაშვილმა მას სიტყვა ჩამოართვა და თქვა, რომ ეს არ ეხებოდა პირველ მუხლს.

მიკროფონის გათიშვის შემდეგ, სამადაშვილმა მომხსენებელ მამუკა მდინარაძესთან კამათი გააგრძელა, რის გამოც მას დარბაზი დაატოვებინეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები