“ვერ აღიქვამთ, სად ხართ “ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომა ლევან ხაბეიშვილსა და ლევან ბეჟაშვილსაც დაატოვებინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები – ლევან ხაბეიშვილი და ლევან ბეჟაშვილიც გააძევა.
ოხანაშვილმა სხდომათა დარბაზი ოპოზიციონერ დეპუტატებს მიკროფონის გარეშე საუბრის გამო დაატოვებინა.

„დაარღვიეთ რეგლამენტი – მიკროფონის გარეშე საუბარი. დატოვეთ დარბაზი. ამ წამოძახილებს დაანებეთ თავი. საბავშვო ბაღში თქვენ მიგაჩნიათ თავი. ეგ არის ცუდი, რომ ვერ აღიქვამთ, სად ხართ. მიკროფონის გარეშე საუბარს თავი დაანებეთ,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, მანამდე ანრი ოხანაშვილმა დარბაზიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატი, გიორგი ვაშაძე გააძევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები