მამუკა მდინარაძე: მსგავსი მავნებლობა არ არსებობს, რაც იმ რეზოლუციაში ჩაიწერა

“მსგავსი მავნებლობა არ არსებობს, რაც იმ რეზოლუციაში ჩაიწერა. როდესაც გეუბნებიან: გამჭვირვალობის კანონი გაიწვიე და არავითარ შემთხვევაში არ აკრძალო ლგბტ პროპაგანდა, ამაზე დიდი მავნებლობა არ არსებობს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

„მოიკითხონ, რამდენად ზედმიწევნით ვიცავთ ამ ხალხის უფლებებს. და ის ხალხი, რომელიც ახლა ამას (ლგბტ პროპაგანდის აკრძალვას) აპროტესტებს ქვეყნის შიგნით, იცით რას აკეთებდა? ამ ხალხს უღებდა დღე და ღამე. სპეციალური ჯგუფები ჰყავდა კუდს გამოყოფილი, რომ გადაეღოთ და მერე დაეშანტაჟებინათ. დღემდე მოჰყვებათ ეს კომპრომატები ვიღაცებს, დღემდე. შემთხვევით არ ვამბობ. ალბათ ვიღაცამ ეს უნდა თქვას ადრე თუ გვიან და აგერ, მე გეუბნებით. დღეს ნებისმიერი განსხვავების მქონე ერთი ადამიანი რომ დარჩეს ამ ქვეყანაში, იმის უფლებებსაც ბოლომდე დავიცავ პირადად მე და ჩვენ ყველანი. ჩვენ ვართ დამცველები ნებისმიერი უფლების და ჩვენ ვართ პროპაგანდის აკრძალვის ავანგარდში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები