მამუკა მდინარაძე: ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ აშშ გვეხმარება და ქართველები მოწყალების შემყურედ ვართ

“ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებიან და ქართველები მოწყალების შემყურედ ვართ – ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებთან დაკავშირებით განაცხადა.

„რამდენიმე მილიარდი დოლარი დაეზოგათ ჩვენი მისიებში ჩართულობის გამო. ჩვენს ქვეყანას ეს ნაკლები დაუჯდა, იმიტომ რომ ჩვენთან ანაზღაურება ნაკლებია. მათთვის რამდენიმე მილიარდის კონტრიბუცია ჩავდეთ უკან, ასე ვთქვათ. ჩვენც რაღაცას ვაკეთებთ. ნუ გამოვიყვანთ ისე, რომ მხოლოდ ისინი გვეხმარებიან და ქართველები მოწყალების შემყურედ გამოვდივართ. ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთეთ და არცერთ ქვეყანას ნატოს არაწევრი ქვეყნებიდან იმხელა კონტრიბუცია არ განუხორციელებია ნატოს მისიებში ამერიკელებისა და ევროპელების მხარდამხარ, რაც ქართველებმა განვახორციელეთ. სისხლით დავდექით ქართველები. აბა წადით, ჰკითხეთ იმ ოჯახებს, როგორია მათთვის ამ გმირების დაღუპვა და რაზე წავედით ქართველები. ეს არაფერს ნიშნავს? ჩვენ ვართ მეგობრები და მათგანაც ვითხოვთ ჭეშმარიტ მეგობრობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები