გიორგი ჩაკვეტაძე: ხვალინდელ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – ყველას მოვუწოდებთ, შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს, პარლამენტის წინ დაგეგმილ საყოველთაო სახალხო შეკრებას ეხმაურება.

“ყველას მოვუწოდებთ შემოგვიერთდნენ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ჩვენ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაცია 4 საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან და უკვე 6 საათზე, ახალგაზრდული მსვლელობით – “წინ ევროპისკენ” რუსთაველის გავლით პარლამენტის შენობის წინ გადავინაცვლებთ. ხვალინდელ დღეს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან კიდევ ერთხელ დავადასტუროთ, რომ ქართველი ხალხისა და ქართული საზოგადოების არჩევანი არის – მამული, ენა და სარწმუნოება და ამ გზიდან ვერავინ გადაგვახვევინებს,”- აცხადებს ჩაკვეტაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები