გია ცაგარეიშვილი: როცა შენ მოლოტოვის კოქტეილით გინდა გადაწვა საქართველოს პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეგხვდება შესაბამისი კანონისმიერი წინააღმდეგობა ხელისუფლებისგან, ეს ბუნებრივია

“როცა შენ მოლოტოვის კოქტეილით გინდა გადაწვა საქართველოს პარლამენტი, რომელთან მიახლოებულიც არ გაგვიბედავს ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ქუჩაში ვიდექით, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგხვდება შესაბამისი კანონისმიერი წინააღმდეგობა ხელისუფლებისგან, ეს ბუნებრივია”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შეკრების უფლება კანონის ჩარჩოებში გარანტირებულია.

“მიმდინარეობს დიდი თუ მცირე აქციები, ადამიანები გამოხატავენ თავიანთ მოსაზრებას. ნებისმიერ მოსაზრებას, კანონის ჩარჩოში გამოხატულს, პატივს ვცემ. გარანტირებულია შეკრების თავისუფლება, ოღონდ კანონის ჩარჩოებში. როცა შენ მოლოტოვის კოქტეილით გინდა გადაწვა საქართველოს პარლამენტი, რომელთან მიახლოებულიც არ გაგვიბედავს ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც ქუჩაში ვიდექით, მაშინ, რა თქმა უნდა, შეგხვდება შესაბამისი კანონისმიერი წინააღმდეგობა ხელისუფლებისგან, ეს ბუნებრივია. შინაური გამცემლები ამ ქვეყნის, რომელიც პირდაპირ მტრული განზრახვებით იბრძვიან იმისთვის, რომ როგორმე დაამხონ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება და მოვიდნენ ქვეყნის სათავეში. სხვა მიზანი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ამ აქციებს არ აქვს და ეს თვალნათელია”,- აცხადებს ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. საპროტესტო აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ჩატარდება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების ორგანიზებით დაიგეგმა, ისინი მოუწოდებენ მოქალაქეებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები