ნინო წილოსანი: ჩვენი ოპონენტები და ზოგადად კანონის მოწინააღმდეგეები ემიჯნებიან ყველანაირ შინაარსობრივ განხილვას – მათთვის მსჯელობა მიუღებელია

“ჩვენი ოპონენტები და ზოგადად კანონის მოწინააღმდეგეები ემიჯნებიან ყველანაირ შინაარსობრივ განხილვას და მათთვის დისკუსია და მსჯელობა მიუღებელია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპონენტები სუსტები არიან.

„საინტერესო პროცესები იქნება ორშაბათიდან. ეს არის საკომიტეტო და სასესიო განხილვა მეორე მოსმენით. ეს ის სივრცეა სადაც ჩვენი ოპონენტები და ზოგადად კანონის მოწინააღმდეგეები ძალიან სუსტად წარმოდგებიან, რადგან ისინი ემიჯნებიან ყველანაირ შინაარსობრივ განხილვას და მათთვის დისკუსია და მსჯელობა მიუღებელია. ამ განხილვების დროს მუხლობრივ საკითხებში თუ რაიმე არგუმენტი არსებობს მათი მხრიდან დავინახავთ, თუმცა ეჭვი მეპარება რომ ასეთი იქნება“, – განაცხადა წილოსანმა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი ორშაბათს, მეორე მოსმენით განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები