ნინო წილოსანი: ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული

მმართველი გუნდის წევრი, ნინო წილოსანი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.

“უბრალოდ რომ დავუკვირდეთ, როგორ უხეშ ჩარევაზე გვაქვს საუბარი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუციაში ხდება ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ ჩვენ მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებზე ჩანაწერი და მოთხოვნა, რომ პროცესი შეჩერდეს. ეს მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლება არის დაცული უმცირესობის, უმრავლესობის თუ ყველა ჯგუფის. ამ პირობებში ის პროპაგანდა, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება საქართველოს განვითარებისა და საქართველოს ისტორიულ გზას. ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარი, მოწოდება და მითითება ძალიან არაკორექტულია და ამ რეზოლუციას კიდევ უფრო დიდ ჩრდილს აყენებს“, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები