ილია დარჩიაშვილი: უნგრეთი იყო და არის ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი

,,უნგრეთი იყო, არის და იქნება, ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, გვაქვს ძალიან აქტიური, მეგობრული, შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიკურია.

„ორი ქვეყნის ორმხრივი ურთიერთობები ძალიან დინამიკურია. სამთავრობო დონეზეც გვქონდა შესაძლებლობა, გვემასპინძლა უნგრეთის მთავრობისთვის, გვქონდა სამთავრობოთაშორისი კომისია. გვაქვს ძალიან დინამიკური, კარგი ურთიერთობები. უნგრეთი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერია, სადაც გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და ეს თანამშრომლობა გრძელდება, კიდევ უფრო ვითარდება.

პრემიერმინისტრების შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ზოგადად, თანამშრომლობის პერსპექტივებს, თუ როგორ გავაძლიეროთ ეს თანამშრომლობა. საუბარი შეეხო, საქართველოს ევროპულ მომავალს, ევროპულ ინტეგრაციას, იმ გამოწვევებს, რომელიც მსოფლიოში არსებობს. ვფიქრობ, ძალიან დროული, საინტერესო და შედეგიანი საუბარი ჰქონდათ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები