„უკრაინაში 37 ათასამდე ადამიანია დაკარგული“ – უმაღლესი რადას წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში

უკრაინის ხელისუფლებამ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დაკარგულ მოქალაქეთა სია შეადგინა.

ამის შესახებ უმაღლესი რადას წარმომადგენელმა ადამიანის უფლებების საკითხებში, დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა.

მისი თქმით, დღესდღეობით, დაახლოებით 37-ათასიანი სია არსებობს.

მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ისე  – სამოქალაქო პირები და სამხედროები. ამავე დროს, ლუბინეცი აღნიშნავს, რომ „დაკარგული შესაძლოა, ბევრად მეტი იყოს”.

ალექსანდრე ლუბინეცი აცხადებს, რომ 1700-მდე მოქალაქეს უკრაინა და ,,წითელი ჯვარი,, რუსეთის მიერ უკანონოდ დაკავებულთა რიცხვში მოიაზრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები