“სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე სომხეთმა კონსტიტუცია უნდა შეცვალოს” – ილჰამ ალიევი

სომხეთის კონსტიტუციაში არის მითითება დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღი არის რესპუბლიკის ნაწილი. როგორ შეიძლება, ხელი სამშვიდობო შეთანხმებას მოვაწეროთ, თუ მათ კონსტიტუციაში ასეთი ჩანაწერია?, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„როდესაც ვამბობ, რომ კონსტიტუცია უნდა შეცვალონ, ქედმაღლობას ან უხეშობას არ ვავლენ. არა. ეს არის წინასწარი პირობა. ზუსტად ასევე ვფიქრობ, რომ უნდა შეცვალონ ეროვნული ემბლემა აღრიდაღის მთაზე. სომხეთში ბევრი მთაა, სხვა შეარჩიონ, თუ უნდათ”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები