ადენის ყურეში აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმა მოიგერია

ადენის ყურეში აშშ-მა იემენელი „ჰუსიტების“ თავდასხმა მოიგერია. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხომალდმა, რომელიც კომერციულ გემებს იცავს „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან, ადენის ყურის თავზე იემენიდან გაშვებული გემსაწინააღმდეგო ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

„რაკეტა სავარაუდოდ მიმართული იყო აშშ-ის დროშის ქვეშ მცურავი გემისკენ, რომელზეც 18 ამერიკელი და ოთხი ბერძენი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ასევე, ცენტრალურმა სარდლობამ გაანადგურა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც „ჰუსიტები“ აკონტროლებდნენ. უპილოტო საფრენი აპარატი და რაკეტა უშუალო საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკულ გემებსა და სხვა სავაჭრო გემებს რეგიონში“, – წერს ცენტრალური სარდლობა.

ზარალის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები