Reuters: ევროკავშირის სანქციების მე-14 პაკეტი შესაძლოა, იმ გემებს შეეხოს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვას უზრუნველყოფენ

ევროკომისია, სავარაუდოდ, გამოვა წინადადებით, რომ სანქციები დაუწესდეს იმ გემებს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში სამხედრო ტექნიკის გადაზიდვით არიან დაკავებული, ასევე – ტანკერებს, რომლებიც G7 ქვეყნების მიერ დადგენილ რუსული ნავთობის ფასის ზღვარს არღვევენ.

ამის შესახებ Reuters-ი ევროკავშირში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კომისია მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც Reuters-ი აღნიშნავს, სანქციების ახალ პაკეტში 40 კომპანიის შეყვანა იგეგმება. მათ შორისაა რუსული კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ აღჭურვილობას სამხედრო საჭიროებისთვის, ასევე – კომპანიები მესამე ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთს ელექტრონიკით, ნახევარგამტარებითა და სამხედრო მიკროსქემებით ამარაგებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები