ესპანეთის პრემიერის, პედრო სანჩესის ცოლის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით გამოძიება დაიწყო – სანჩესმა მოვალეობის შესრულება შეწყვიტა

ესპანეთის პრემიერმინისტრმა, პედრო სანჩესმა საჯარო მოვალეობების შესრულება შეიჩერა, – ამის შესახებ BBC-ი წერს.

მედიის ცნობით, ამის მიზეზია სანჩესის მეუღლე – ბეგონა გომესი, რომელიც კორუფციაშია ეჭვმიტანილი. შესაბამისმა უწყებამ საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.

პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ მისი მეუღლე დაიცავს საკუთარ უფლებებს და ითანამშრომლებს სასამართლო სისტემასთან. ბეგონა გომესის წინააღმდეგ საჩივარი ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პედრო სანჩესი 29 აპრილს განაცხადებს, დატოვებს თუ არა პრემიერის თანამდებობას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები