ირანელ რეპერს ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისთვის სიკვდილით დასჯიან

ირანელ რეპერს, რომელიც ანტისამთავრობო აქციების მხარდაჭერისთვის დააპატიმრეს, სასამართლომ სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 33 წლის თუმაჯ სალეჰი თავის სიმღერებში 2022 წელს მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებულ გამოსვლებს უჭერდა მხარს.

სალეჰის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ამირ რაესიანმა განაცხადა, რომ რეპერი სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ირანის ხელისუფლებას აღნიშნულის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

თუმაჯ სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც საპროტესტო აქციების მხარდასაჭერად საჯარო განცხადებები გააკეთა. 2023 წლის ივლისში მას ექვსი წლით და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში ახალი ბრალდებები წაუყენეს, რის გამოც სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როგორც ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები