„შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს და მცდარ ინფორმაციას“ – თურქეთმა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გააკრიტიკა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ადამიანის უფლებების შესახებ გამოქვეყნებული 2023 წლის ანგარიში გააკრიტიკა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას შეერთებული შტატების მიმართ, ყურადღება გაამახვილოს ადამიანის უფლებების საკუთარ ისტორიაზე, ასევე შეწყვიტოს პარტნიორობა ტერორისტულ ორგანიზაციებთან და ადამიანის უფლებების სფეროში ორმაგი სტანდარტების პოლიტიკა“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ცნობით, ანგარიში შეიცავს უსაფუძვლო ბრალდებებს, „მცდარ ინფორმაციას და წინასწარ განწყობილ კომენტარებს“ თურქეთთან დაკავშირებით, რაც ეხმიანება წინა წლებში დაფიქსირებულ მსგავს მოდელებს.

ანკარამ კიდევ ერთხელ დაადასტურა უარი მოხსენების მხარდაჭერაზე, რომელიც, მისი თქმით, „მომზადდა გაურკვეველი წარმოშობის ბრალდებებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული წრეების დისკურსების საფუძველზე“.

„თურქეთი მტკიცედ რჩება დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების ერთგული,მრავალმხრივი ტერორისტული საფრთხის მიუხედავად“, – აღნიშნულია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები