რუსეთში შოიგუს მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სსკ-ის 290-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ქრთამის აღება) დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე თიმურ ვადიმოვიჩ ივანოვი დააკავეს“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ მუხლის საკვალიფიკაციო კრიტერიუმების მიხედვით, რომლითაც ივანოვი დააკავეს, ქრთამის ოდენობა მილიონ რუბლს აჭარბებს. აღნიშნული დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები