შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა

  შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს გიორგი ბერძენიშვილს ადმინისტრაციული სასჯელი დაეკისრა. როგორც „კვირას“ შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, საქმე ეხება შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთან დაკავშირებული ინციდენტს, რომელიც 30 იანვარს, გორის სასამართლოს შენობაში მოხდა.
მათი ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ფაქტზე განახორციელა მოკვლევა ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის მიზნით.
მოკვლევის შედეგებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უბნის ოფიცერთა სამმართველოს უფროსს გიორგი ბერძენიშვილს დაეკისრა ადმინისტრაციული სასჯელი – 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება. ამასთან, თავად გიორგი ბერძენიშვილის პირადი განცხადების თანახმად, იგი გადაყვანილია უფრო დაბალ პოზიციაზე – ამავე სამმართველოს ქვემო ქართლის სექტორის უფროსის თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლად.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც აღნიშნული პირთან დაკავშირებული ინციდენტია ასახული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები