მამამ 11 წლის შვილი ცემით მოკლა

   54 წლის ავსტრალიელმა მამაკაცმა 11 წლის შვილი ლუკა ბეტი კრიკეტის ჩოგნით სასტიკად სცემა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლუკა ბეტი სპორტის ამ სახეობაში ვარჯიშობდა. თვითმხილველთა თქმით, ვარჯიშის დასრულებისას მამამ შვილს მიაკითხა და კრიკეტის ჩოგნით ცემა დაუწყო. 11 წლის ლუკა ბეტი ადგილზევე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს მამაკაცი წინააღმდეგობას დანით უწევდა, რის გამოც პოლიციას გაზის გაშვება დასჭირდა. საბოოლოოდ ერთ-ერთმა პოლიციელმა მამაკაცს გულმკერდის არეში ესროლა. 54 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. თუ რა გახდა შვილის სასტიკად ცემის მიზეზი, უცნობია. მისი ყოფილი მეუღლის განცხადებით, მას ფსიქიკასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები