რეკორდული მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებიდან – საქართველოში საერთაშორისო ვიზიტები 2019 წელთან შედარებით  +44.4%-ით გაიზარდა

“იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი)”,- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში  ყველაზე მეტი ვიზიტი პოლონეთიდან დაფიქსირდა 11,734 ვიზიტით, რაც 2019 წლის მონაცემებს +67.1%-ით აჭარბებს, შემდეგ მოდის გერმანია 11,005 ვიზიტით, 2019 წელთან შედარებით ზრდა +46.1%; გაერთიანებული სამეფო 6,484 ვიზიტი; ზრდა 2019 წელთან +27%.

საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა  გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული  მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები