“სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა” – განათლების სამინისტრო „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება.

„სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები