სუს-ის მიერ, „ტელეგრამში“ ტერორიზმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები ტარდება
„ტელეგრამის“ ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ”, – ამის შესახებ “კვირას” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
შესაბამისი სამსახურების მიერ, ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული საჭირო ღონისძიებები.
ამ ეტაპზე, სკოლაში იარაღის პოვნა არ დასტურდება.
22 აპრილს რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი არ ჩატარდება.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის რამდენიმე სკოლაში ტერორისტული აქტი იგეგმება.