იაგო ხვიჩია: ეს ხალხი არცერთი არ არის შემჩნეული, რომ აქამდე წარმატებით ემართათ აქციები, ვთავაზობთ და შევთავაზეთ, მოდი, ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ

“გირჩის” დეპუტატი, იაგო ხვიჩია საუბრობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის აუცილებელი, რომ საპროტესტო აქცია წარმატებული იყოს და რას სთავაზობს ის ოპოზიციას.

„რაც შეეხება შედეგს აქციების მართვასთან დაკავშირებით, ეს ხალხი არცერთი არ არის შემჩნეული, რომ აქამდე წარმატებით ემართათ აქციები. ამიტომ, ჩვენ ახლაც ვთავაზობთ და შევთავაზეთ, მოდი, ერთად დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, საჯარო გავხადოთ მთელი დისკუსიის პროცესი და ხალხთან ერთად განვიხილოთ, რა არის გასაკეთებელი, საით უნდა წავიდეთ. იქნებ, ასეთ დისკუსიაში და საჯაროდ საუბარში დაიბადონ ახალი პოლიტიკოსები ამ საარჩევნო წელს, ასევე დავინახოთ ის გზა, საითაც წასასვლელია, რათა მიტინგები ყოველდღიურად არ იშლებოდეს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები