პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა.

კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა.

ინიციატივა ოფშორში რეგისტრირებული საწარმოების საქართველოში გადმოტანის შემთხვევაში დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, კანონპროექტის თანახმად, როდესაც კომპანია დაფუძნებული არის ოფშორში და ის მოინდომებს საქართველოში გადმოვიდეს, ერთჯერადად, არ გადაიხდის გადასახადს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები