არჩილ თალაკვაძე: პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება, მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს

“ნიკა გვარამია და ნიკა მელია გუშინ პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტის უფლება დაცულია.

“სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა, მოქალაქეები უნდა დააკვირდნენ იმ ჯგუფებს, ვინც იმ მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობს, ვისაც შეიძლება, გულწრფელი პროტესტი ჰქონდეთ.

მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალყური ადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს უნივერსიტეტებში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები