სალომე ზურაბიშვილი: მე ნამდვილად ვაპირებ, დავადო ვეტო ამ კანონს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა BBC-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა, კანონის მიღების შემთხვევაში გამოიყენებს მის წინააღმდეგ ვეტოს დადების უფლებას, თუ – არა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ “მმართველ პარტიას” ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აქვს, ის აუცილებლად გამოიყენებს ვეტოს დადების უფლებას კანონის წინააღმდეგ.

“მე ნამდვილად ვაპირებ, დავადო ვეტო ამ კანონს, ამასთან, როგორც ამ კანონს, ისე სხვა, მრავალ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს. ჩემი ვეტო არის ხალხის ხმა, რომელიც ხმამაღლა და მკაფიოდ გაჟღერდება”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები