ირაკლი კობახიძე: კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულები იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს

კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულები იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმინისტრის თქმით, ქვეყანას რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონი ჰქონოდა, ამ „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება.

„კონკრეტული „ენჯეოები“ ჩართულები იყვნენ სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების ჩაგდებაში, რის გამოც უკვე მიადგა ზიანი, მაგალითად, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესს.

მე მგონია, აქაც რომ ყოფილიყო კანონი გამჭვირვალობის შესახებ, ამ „ენჯეოებს“ გაუჭირდებოდათ, ასე თავხედურად ემოქმედათ ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობის ინტერესების წინააღმდეგ, და უფრო მეტად გაუფრთხილდებოდნენ საკუთარ დონორებს“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები