გურამ მაჭარაშვილი: საქართველოს ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი პირდაპირ ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს, არაფერი გამოუვა

საქართველოს ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი პირდაპირ ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს. არაფერი გამოუვა, თუმცა ქართველი ხალხის მიერ ეს არ ეპატიება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გუშინ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ნაცმოძრაობის“ მიერ გადარჩენილი და კონსტიტუციის დამრღვევი სალომე ზურაბიშვილისგან რას ველოდებით? – სამწუხაროდ, ბევრი რამ, რაც მან გააკეთა, შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში. ფაქტობრივად, მან თავისი განცხადებებით „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა ქართველ პოლიციელს, გუშინ ხელმეორედ დაარბია ტელეკომპანია „იმედი“ და დადგა დესტრუქციული ძალების მხარეს. პრაქტიკულად, შეურაცხყოფა მიაყენა ქვეყნის სუვერენიტეტს, საქართველოს საზოგადოებას და უცხოეთში სახელმწიფოს აშავებდა. საქართველოს ფორმალური, მაგრამ მაინც პრეზიდენტი პირდაპირ ებრძვის ქვეყნის სუვერენიტეტს. არაფერი გამოუვა, თუმცა, ეს არ ეპატიება ქართველი ხალხის მიერ. ეს ცოდვები აუცილებლად დაეწევა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ხელისუფლების დაჟინება, მიიღოს კანონი, რუსული დესტაბილიზაციის სტრატეგიაა“. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები