“რუსული დეზინფორმაციის მიმართ ბევრად მდგრადი უნდა გავხდეთ” – პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ რუსული დეზინფორმაციის მიმართ გერმანია ბევრად მდგრადი უნდა გახდეს.

ამის შესახებ მან მაიენში სამხედრო ოპერატიული კომუნიკაციების ცენტრში ვიზიტისას განაცხადა, – წერს DW.

პისტორიუსს სურს, რომ რუსული დეზინფორმაციული კამპანიები ადრეულ სტადიაზე იყვნენ გამოვლენილი და საჯაროდ გამოაშკარავებული.

”მდგრადი უნდა გავხდეთ, როგორც სახელმწიფო და საზოგადოება”, – განაცხადა პისტორიუსმა.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობდა, გავლენა მოეხდინა გერმანიაში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაზე.

„პუტინს ასევე სურს, და ეს არის მისი მუდმივი მცდელობა, ჩვენსა და მოკავშირეებში ბზარი გამოიწვიოს და დაყოს თავისუფალი დასავლური საზოგადოებები“, – თქვა პისტორიუსმა.

მინისტრის თქმით, რუსეთის მიზანია უკრაინის მხარდაჭერის შესუსტება და ნატოს მიმართ უნდობლობის დათესვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები