გროზნოში პუტინის უბანი გამოჩნდება

გროზნოში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სახელობის უბანი გამოჩნდება.

ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.

აღნიშნულია, რომ პუტინის რაიონი შეიხ-მანსუროვსკის რაიონს დაერქმევა. მერიაში აცხადებენ, რომ აპრილის დასაწყისში მოსახლეობაში კარდაკარ კენჭისყრა ჩაატარეს და სახელწოდების შეცვლას მხარი 34 705-მა რესპონდენტმა დაუჭირა, მხოლოდ 200 იყო წინააღმდეგი.

საქალაქო დუმამ გამოკითხვა უკვე ცნო და მასალები რეგიონულ პარლამენტს ახალი რაიონის შექმნის შესახებ კანონის მისაღებად გადაუგზავნა.

შესაბამისი წინადადებით ჩეჩნეთის ხელმძღვანელი, რამზან კადიროვი გამოვიდა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იქნება მიღებული “ჩეჩენი ხალხის ღრმა მადლიერების ნიშნად” “რესპუბლიკის აღორძინების შესაძლებლობისთვის”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები