ტოკიოში 2.7 მილიონი დოლარით სავსე სამი ჩემოდანი მოიპარეს
გუშინ საღამოს ტოკიოში ძარცვა მოხდა.
მედიის ცნობით, მოიპარეს სამი ჩემოდანი, რომელშიც 420 მილიონი იენი (დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი) ნაღდი ფული იყო.
გამომძიებლების თქმით, ხუთი იაპონელი და ჩინეთის მოქალაქე, რომელთა სამუშაო ნაღდი ფულის გადატანას მოიცავდა, ჩემოდნებს მანქანაში ათავსებდნენ, როდესაც მათ სამი თავდამსხმელი მიუახლოვდა, მათ ცრემლსადენი გაზის მსგავსი სპრეი შეასხურეს და ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნები მოიპარეს.
პოლიციის ცნობით, დაშავებულები არ არიან. მიმდინარეობს ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა და ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირების პროცესი.