ერდოღანი: ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელ დაძაბულობაზე ერთადერთი პასუხისმგებელი ნეთანიაჰუა

ახლო აღმოსავლეთში ბოლოდროინდელი დაძაბულობის ესკალაციაზე პასუხისმგებელი ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის ხელმძღვანელობაა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„ისრაელი ცდილობს რეგიონული კონფლიქტის პროვოცირებას და მისი თავდასხმა დამასკოში ირანის საელჩოზე ბოლო წვეთი იყო“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მანვე დასძინა, რომ ახალი რეგიონალური კონფლიქტები შესაძლებელია იქამდე გაგრძელდეს, სანამ ღაზაში „სისასტიკე და გენოციდი“ მიმდინარეობს.

ამასთან, ერდოღანმა ყველა მხარეს მოუწოდა, რომ საღი გონებით იმოქმედონ.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა დასავლეთი იმის გამო, რომ დაგმო ირანის თავდასხმა, მაგრამ არა ისრაელის თავდასხმა ირანის საელჩოზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები